GLC-ის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის,"იდეა შესაძლებლობაა" ფარგლებში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით საკვები პროდუქტები შეიძინეს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
დღეს ისინი სხვადასხვა პროდუქტით სოფელ კახათსა და ზუგდიდში ორ ოჯახს დაეხმარნენ, სადაც მცირეწლოვნები ცხოვრობენ.
მათ გამოფენა ზუგდიდის ბულვარში რამდენიმე დღის წინ მოაწყეს და საკუთარი ხელნაკეთი სააღდგომო სუვენირები და სათამაშოები
გასაყიდად გამოიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები