დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით, აქცია 17:30 -ზე დაიწყება. ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეკრებისკენ, "რათა კიდევ ერთხელ უჩვენონ ხელისუფლებას, რომ არ ეგუებიან ქვეყნის რუსეთისკენ სვლას".
"თბილისში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მნიშვნელოვანია პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან! დღეს გელოდებით ყველას, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული გზა ერთადერთი არჩევანია!",- ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ზუგდიდიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად გაემგზავრნენ
მასალის გამოყენების პირობები