სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
გავრცლებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შსს- ში რადიო ,,ათინათს'' განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები