ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
აღავლინა. ღამისთევის ლიტურგიის დაწყებამდე სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ლიტანია შეასრულეს. მათ ტაძარს გარშემო ხატებით, ჯვრებით, სანთლებითა და სააღდგომო საგალობლებით შემოუარეს. მრევლს გააცნეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეც.
მეუფე გერასიმემ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
"განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც უცხოეთში არიან, ჩვენს სულიერ დებსა და ძმებს აფხაზეთში. მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად, ჯანმრთელად, დღეგრძელად გამყოფოთ. ქრისტე აღსდგა!, ჭეშმარიტად აღსდგა!", - თქვა მეუფემ.
ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
სააღდგომო ღვთისმსახურება შესრულდა სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში.
მასალის გამოყენების პირობები