იანვარ-მარტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიდეოჯარიმებიდან 955 290 ლარი დაირიცხა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი)18 441 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
ამავე მონაცემებით, ადგილობრივ ბიუჯეტში შესულმა თანხამ 955 290 ლარი შეადგინა. 6822 სამართალდამრღვევმა კი 20%-იანი შეღავათით ისარგებლა და 242 756 ლარი გადაიხადა.
შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის პირველ სამ თვეში 23382 ვიდეოჯარიმა გამოწერა. დარიცხული თანხის რაოდენობა 1 489 790 ლარია, 20%-იანი შეღავათით კი გადახდილია 334 551 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები