სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
ადილობრივებმა მე-12 კლასის მოსწავლის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ.
მანამდე, გამთენიისას
14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრაში მდებარე პატარა ჰესთან აღმოაჩინეს. აღდგომის დღეს კი, საკუთარმა ბიძამ იპოვა
მე-12 კლასელი ეკა ვიბლიანის ცხედარი შემთხვევის ადგილთან ახლოს.
სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრასა და მის ხეობაში ძებნა-შველის ღონისძიებები ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემთხვევა ორ მაისს, ხუთშაბათს, საღამოს საათებში მაშინ მოხდა, როდესაც "პაჯეროს" მარკის ავტომობილით სამი არასრულწლოვანი ჭუბერიდან, ადგილობრივი მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდა. ამინდის ცვლილების გამო, სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, ხევში გადაიჩეხა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები