ახალი ამბები
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნად და "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად აქცია დღეს გაიმართება
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის დღეებს 18:00 საათზე აღნიშნავენ და ამასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "აგენტების" კანონს.

"ზუგდიდი უერთდება ევროპის დღეების აღნიშვნას. ეს არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია ევროპასა და საქართველოს შორის კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო და სოციალური კავშირების გაძლიერებაზე საუბარი.
წლევანდელი წელი განსხვავებულია, კავშირებზე საუბართან ერთად გვიწევს კანონის გაპროტესტება, რომელიც აფერხებს ამ მეგობრობას, გვაშორებს ევროპას და გვაახლოებს რუსეთს", - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას, სადაც მათი თქმით, ადგილობრივი ორგანიზაციები და აქტივისტები მოუყვებიან, თუ რა გაკეთდა და კეთდება დასავლეთის დაფინანსებით სამეგრელოში.

ინფორმაციისთვის, ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტები კი  უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)

ზუგდიდის მერიასთან “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)

"აგენტების" კანონი მეორე მოსმენით მიღებულია

„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)

პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
17 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
17 / თებერვალი 2025
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
17 / თებერვალი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.