ზუგდიდის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კვლავ გააპროტესტეს “აგენტების” კანონი.
მათი თქმით, სურთ საყვირებით, საპროტესტო პლაკატებითა და ბანერით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” საჯარო მოხელეებს უთხრან, რომ “სწორ მხარეს” დადგნენ, რადგან კანონი მათი მომავლისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორის, „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული ხელმძღვანელის, დავით ლოგუას თქმით, ზუგდიდში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა თბილისის აქციიდან, სადაც ისინი მანიფესტანტებს შეუერთდნენ.
„მთელი ღამე თბილისში ვიყავით და ვნახეთ ის საოცრება, რასაც ახალგაზრდა, კაფანდარა გოგო - ბიჭები აკეთებენ. ფაქტობრივად, ომში არიან რობოკოპების და „სპეცნაზის“ წინააღმდეგ, იმ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ წუხელვე ჩამოვედით, ღამენათევები ვართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ზუგდიდში აქაც აქცია გაგრძელდეს და გარკვეული დისკომფორტი შევუქმნათ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან იმ აზრზე, რომ ეს კანონი არ არის რუსული“, - აღნიშნა ლოგუამ.
მისივე განცხადებით, მათ იციან, რომ ბევრი მათგანი ეწინააღმდეგება ამ „რუსულ“ კანონს, თუმცა, ზეწოლის და სამსახურის დაკარგვის შიშით, ღიად ვერ აფიქსირებენ საკუთარ აზრს.
„ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გვყავს ჯგუფი, სრომელშიც არიან სამართალდამცავები და იურისტები, რომლებიც დაიცავენ მათ უფლებებს, თუ მათი თავისუფალი აზრის გაჟღერების შემთხვევაში, დაითხოვენ სამსახურიდან“, - გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა.
შეკრებილების ნაწილი თბილისში აქციაზეც იმყოფებოდა, ისინი მშვიდობიანი ფორმით ზუგდიდსა და თბილისში პროტესტის გამოხატვას კვლავ აპირებენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ
1 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 23 დეპუტატი.
ამავე თემაზე:„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
მასალის გამოყენების პირობები