არა რუსულ კანონს! - მოქალაქეებმა ზუგდიდის თეატრის დასს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)
16:12 / 08.05.2024
დღეს ზუგდიდის თეატრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და აქტივისტები საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ და სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
,,მე მიყვარს ძალიან ჩემი ქალაქის, ჩემი ზუგდიდის თეატრი, მე არ ვარ რიგითი მაყურებელი, მე ვარ საპატიო, ერთგული მაყურებელი, ეს წოდება ამ თეატრმა მომანიჭა და მე ვამაყობ ამ წოდებით, მე მინდა დღეს გამოვხატო ჩემი პროტესტი, ჩემი ქვეყანა დღეს არის ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე, ძალიან დიდი, განსაცდელის, გამოწვევების წინაშე და ამიტომ მე, როგორც არა რიგითმა მაყურებელმა, არამედ როგორც საპატიო, ერთგულმა მაყურებელმა, მინდა აქედან, პარტერიდან ჩემი ადგილიდან ვუთხრა პროტესტი ამ ,,კანონს’’ - არა რუსულ კანონს!’’, - მიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ თეატრის დასს.
ის ამბობს, რომ თეატრს შეუძლია უთხრას ადამიანებს, რა არის ცუდი და რა - კარგი, რა არის სიბნელე და რა - სინათლე, რა - მართალი და რა - სიცრუე.
ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეები, ევროპის დღეებს 18:00 საათზე აღნიშნავენ და ამასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "აგენტების" კანონს.
შეგახსენებთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები