სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
აქ მთელი საქართველოდან მომლოცველები ჩამოდიან, მათ შორის უმეტესად უშვილო წყვილები არიან.
ტრადიციის თანახმად, ისინი გზას ეკლესიამდე ფეხით მიუყვებიან.
მათ ეკლესიაში აკვნები ამოაქვთ, რომელთაც სასულიერო პირები აკურთხებენ. აქვე არიან წყვილები, რომელთაც წაჩხურუს ტაძარში სამადლობელი შესაწირავი მოაქვთ და თან შვილები მოჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები