დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, არ ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.
მედიის თანახმად, სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის და ლაოსის პრეზიდენტები.
ტელეგრამის არხი RESPUBLICA წერს, რომ ბჟანია აღლუმზე არ იყო მიწვეული, ისევე როგორც "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზი ლიდერი არ იმყოფებოდა ვლადიმერ პუტინის
ინაუგურაციაზე, რომელიც 7 მაისს გაიმართა.
სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, ასლან ბჟანიამ დღეს „დიდ სამამულო ომში“ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას სოხუმში მიაგო პატივი .
მასალის გამოყენების პირობები