გასულ თვეს სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა გასულ თვეს სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს. შესაბამის ინფორმაციას უწყება საკუთარ
ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ამავე ცნობით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს "საქმიან ეზოებში". საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, აპრილში აღნიშნული კანონდარღვევის 125 შემთხვევა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები