გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, თევზჭერის აკრძალული საშუალებების - ელექტროშოკური მოწყობლობების, ე.წ. პილიკანების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 7 კილოგრამამდე თევზი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები