ახალი ამბები
ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები - ასე ახლოს აფხაზეთთან პირობას ვდებთ, საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო - სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ სურთ საჯაროდ და მკაფიოდ დააფისქირონ საკუთარი პოზიცია:

„უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს „ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქარათველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.

სრულიად ვიზიარებთ საერთო, სახალხო სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სწორი მისწრაფებებით.

ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათთან ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი, სტუდენტების მომავალი. ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რომელსაც უნივერსიტეტის კედლებში ვსწავლობთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორებს, რექტორს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად თითოეული პროფესიისა თუ თაობის წარმომადგენელს, დადექით ჩვენს გვერთოთ! აირჩიეთ ნათელი, ევროპული მომავალი, აირჩიეთ ქვეყნის სწორი კურსი. დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. ენა, მამული, სარწმუნოება და ქართველი ხალხის ერთობა ყოფილიყოს ჩვენი მოტივატორი!“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ნიკა ბუკია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან "რუსული კანონის" პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იმავე ქმედებისკენ.

12 მაისის მონაცემებით, 13 მაისიდან გაფიცვას უერთდებიან:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

GIPA-ს სტუდენტები;

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები;

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ჩამოთვლილთაგან მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტმა მიიღო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის ერთი კვირით სრულად შეჩერების გადაწყვეტილება.

დღეს 13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.

„აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

ამავე თემაზე:


„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)

ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)

ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

მოღალატეებო, მალე მოგაკითხავენ - ზუგდიდელ აქტივისტებს უცხო ნომრიდან დაურეკეს და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართეს (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.