პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონეზე შევიდნენ.
პარლამენტში სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.
„აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით
17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით,
1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის
ზუგდიდში.ამავე თემაზე:
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
მოღალატეებო, მალე მოგაკითხავენ - ზუგდიდელ აქტივისტებს უცხო ნომრიდან დაურეკეს და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები