ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ხელს შეუშლის
საქართველოს ევროინტეგრაციას. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა.
"ვემიჯნებით კანონს, რომელიც გვაშორებს ევროპას და ევროპულ მომავალს! ჩვენი, ახალგაზრდების, არჩევანია ევროპა და მის გარშემო გაერთიანებული ღირებულებები - თავისუფლება, დემოკრატია და სიყვარული. შესაბამისად, ჩვენი ვალია ვიდგეთ სამშობლოს გვერდით! წინ ევროპისკენ!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დღეს დილით განიხილეს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს და სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდა.
ე.წ აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი
პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო
მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.
ამავე თემაზე:
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები