წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
ამავე ცნობით, წყლის ძლიერმა ნაკადებმა ჩამორეცხა სოფლის გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, ხიდები, გზები და სასაფლაოები, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრი ლევ კვიცინია და აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია.
მასალის გამოყენების პირობები