ახალი ამბები
17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ერთსულოვნებით - მეუფე სტეფანე
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.

"ახლაც, ამ დღეებში, არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა", - თქვა მან.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამღვდელოება და მრევლი შეიკრიბება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.