გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსს მიაღწევს.
ამავე ცნობით, მესტიაში 18 მაისამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები