ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები მალევე ორ ჯგუფად გაიყვნენ და მსვლელობით, სკანდირებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.
ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ შეერთებოდნენ პროტესტს.
მსვლელობის დროს კი, დემონსტრანტების ორივე ჯგუფი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა, რის შემდეგაც, მათ რამდენიმე "ზებრა" გადასასვლელზე გზა გადაკეტეს.
ამ ფორმით მათ მძღოლებს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მსვლელობის პარალელურად, დემონსტრანტებს მძღოლები და მოქალაქეების ნაწილი შეძახილებით ამხნევებდა.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს
მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით
მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
ამავე თემაზე:
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
ჩვენ ვართ საქართველო - ზსსუ-ს სტუდენტები “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)
საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში, - ემიგრანტების ხმები „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ (აუდიო)
ზუგდიდიდან თბილისში მიმდინარე მანიფესტაციას შეუერთდნენ (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები