სამეგრელო-ზემო სვანეთში 21 მაისამდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 21 მაისამდე შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 19-20 მაისს ზუგდიდსა და მარტვილში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +21, +23 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სინოპტიკოსები მესტიაში ნალექიანი ამინდის ფონზე, +13, +15 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები