ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან. მას არ ესწრება მეუფე გერასიმე.
მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობს მრევლი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამღვდელოებამ ქალაქის ცენტრალური ქუჩა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია უკვე აკურთხა.
ამ წუთებში ისინი პარაკლისს ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკასთან იხდიან, რის გამოც, ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია.
შეგახსენებთ, 17 მაისი საქართველოს მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა. მსვლელობები, ზუგდიდის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები