სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
„აფსნიპრესის“ თანახმად, ინფორცენტრის მიზანია „შექმნას ახალი, უფრო ეფექტიანი სისტემა საზოგადოების დროული ინფორმირებისთვის, მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრთან დაკავშირებით“. ამავე ცნობით, პლატფორმა გულისხმობს „პრეზიდენტის“ თათბირების ონლაინ ტრანსლაციას, ბრიფინგებს და სხვა ღონისძიებებს მედიის მონაწილეობით.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და განთავსებულია „ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ყოფილ ოფისში“, იტყობინება ტელეგრამის არხები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზი ლიდერი 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე
არ მიიწვიეს, არც მანადე ჩატარებულ პუტინის
ინაუგურაციის ცერემონიას დაასწრეს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 7 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი,
ინალ არძინბა, ეს უკანასკნელი, „მინისტრად“ დანიშვნის შემდეგ, ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების
მწვავე კრიტიკით.
მასალის გამოყენების პირობები