ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.

"აფხაზური პორტალის" წყაროს ინფორმაციით, ინალ არძინბა დაკითხვაზეა გადაყვანილი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში". ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის, დაახლოებით, ერთი კვირაა ვერ ახერხებს აფხაზეთიდან გასვლას, რაზეც, აფხაზმა ლიდერმა დაუწესა აკრძალვა. აქვე აღნიშნულია, რომ არ არის დაკონკრეტებული, თუ რას უკავშირდება ეს ზომები, წერს "ეხო კავკაზა".  

გამოცემის თანახმად, მანამდე ცნობილი გახდა, რომ არძინბა რუსეთში ტელეწამყვანი გახდა და ახალი სპეციალური პროექტის „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში, ის უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით.

საერთაშორისო ორგანიზაციებს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირს მან „აფხაზეთის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები“ უწოდა.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ პერსონა ნონ - გრატად გამოაცხადა USAID -ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“  შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში" პროექტის "დაბრენდე ხელოვნება" შემაჯამებელი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართა. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
,,მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, კომპანია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალი სამშენებლო ნორმების, ევროკოდების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო სემინარებს გამართავს.
დღის სიახლეები
05 / ივლისი 2024
ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში" პროექტის "დაბრენდე ხელოვნება" შემაჯამებელი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართა. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
05 / ივლისი 2024
,,მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
05 / ივლისი 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.