აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი
Respublica.
აფხაზმა ლიდერმა პუტინს მედიის საშუალებით მიულოცა მეხუთე ვადით გაპრეზიდენტება. თუმცა, მოსკოვში ამ დროს იმყოფებოდა, ბჟანიას მიერ ე.წ. საგარეო საქმის მინისტრის თანამდებობიდან 7 მაისს გათავისუფლებული,
ინალ არძინბა. მან მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსკოვშია და "ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“
გადადგა.
„აფსნიპრესის“ თანახმად, ამავე დღეს, ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ალექსეი საზანოვს შეხვდა. ეს უკანასკნელი სოხუმსა და მოსკოვს შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მოსაწერად ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ
მასალის გამოყენების პირობები