მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
მოქალაქეების ნაწილი კვლავ შეიკრიბა ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ეუბნებიან რუსეთს არას და კი ევროპას.
მოქალაქეები ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ევროკავშირისა და საქართველოს დროებით შეიკრიბნენ.
შეკრებილებს შორის იყვნენ ყველა ასაკის ადამიანები, მათ შორის ასაკოვანი ცოლ - ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვები.
აქციები ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის საწინააღმდეგოდ მისი ხელახალი ინიცირების დღიდან მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
ამავე თემაზე:რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
მასალის გამოყენების პირობები