დადიანების სასახლეთა მუზეუმის დირექტორი მინისტრმა სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ანზორ ოყუჯავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დავით არსენიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
ინფორმაციას მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
როგორც პოსტში წერია, მუზეუმების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ გასცა სხვადასხვა სამუზეუმო პრემია.
მასალის გამოყენების პირობები