გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან სამეგრელოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 22-23 მაისს კი ხანმოკლე წვიმა იქნება.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ხვალ ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსს მიაღწევს, 22-23 მაისს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
ამავე ინფორმაციით, მესტიაში ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 22-23 მაისს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები