ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
მათ საპროტესტო შეძახილებითა და საქართველოს, ევროკავშირის დროშებით ქალაქის ქუჩები მოიარეს და რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელი ცოტა ხნით სიმბოლურად გადაკეტეს.
დემონსტრანტები ზუგდიიდს სასამართლოსთანაც მივიდნენ მათი პროტესტის გასახმოვანებლად.
აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდში მისი ხელახალი ინიცირების დღიდან უწყვეტად მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით
მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
ამავე თემაზე:რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში, - ემიგრანტების ხმები „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ (აუდიო)
მასალის გამოყენების პირობები