სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დღის პირველ საათზე დაიწყება.
26 მაისის პროგრამა ზუგდიდში ასე გამოიყურება:
▪️13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
▪️14:00-15:00 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
▪️13:00-18:00 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე: 3D მოდელები, ასაწყობი ფაზლი, რობოტები, გამოფენა;
▪️14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
▪️14:00-18:00 საბავშვო და სპორტული სივრცეები: ხის სანიშნეების მოხატვა, კალიგრაფიის აქტივობა, თიხის ქოთნების მოხატვა, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, წიგნის სანიშნების დამზადება, არქეოლოგიური კუთხე, დრამერებსა და ოჩოების შოუ, ფეხბურთის და კალთბურთის კუთხე;
▪️15:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
▪️16:30-16:40 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
▪️14:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
▪️16:40-16:45 მუსიკალური პერფორმანსი „ჩიტების ცეკვა“;
▪️17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ანსამბლი „შავნაბადა“;
▪️17:15-17:20 ცეკვა ქართული, ზუგდიდის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი”;
▪️17:20-19:00 ნატო გელაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, მარიტა როხვაძე, ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“.მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები