ახალი ამბები
25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს.

ამით მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურატურამ აღნიშნულის მოტივად სხვადასხვა საფუძველი დაასახელა, მათ შორის დანაშაულის სიმძიმე და ის, რომ დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

თავის მხრივ, ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისმა ადვოკატმა როლანდ შონიამ კი მტკიცებულებების არასაკმარისობასა და შეუსაბამობაზე ისაუბრა. სხდომაზე წაიკითხა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ლ.ს. წერს, რომ სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საქმე “შეთითხნეს”, მასზე ფიზიკურად იძალადეს, დაემუქრნენ და ასე მოიპოვეს ჩვენება. ის ასევე ამბობს, რომ მას თორნიკე გოგია არ მოუკლავს და არც მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, დაცვის მხარე დაკავების უკანონობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ის კლინიკიდან სამართალდამცავებმა დაკავების ოქმის გარეშე აიყვანეს და საათების განმავლობაში უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი.

შონიამ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა, თუმცა ალტერნატიულ ღონისძიებად 150 ათასი ლარის ღირებულების გირაოს გადახდაც შესთავაზა. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, მაგრამ განმარტა, რომ ადვოკატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს გააცნობს. სხდომაზე პროკურორმაც დასძინა, რომ საქმეზე შესაბამის უწყებას პროკურატურაც მიმართავს, თუმცა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია დაკავების უკანონობის შესახებ.

სხდომა სამ საათიანი შესვენების შემდეგ განახლდა, რადგან დაკავების კანონიერების სადავოობაზე მხარეებს შესაბამისი მასალები მოეგროვებინათ. მათ სხდომის განახლების შემდეგ მოწმეების ჩვენებები წარადგინეს. საბოლოოდ, მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდებულის მიმართ უკანონო მოქმედებებზე მხოლოდ დაცვის მხარის პოზიცია იკვეთება.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე ივლისში გაიმართება.

მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. ჩხუბში ათამდე მამაკაცი მონაწილეობდა, შედეგად, გარდაიცვალა ერთი, დაიჭრა 5 პირი.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე თემაზე:

25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის პროცესზე შესვენება გამოცხადდა - ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

სენაკში მკვლელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს

სენაკში მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2025
შვეიცარიული გამოცემა , Neue Zürcher Zeitung, რომელმაც ოჩამჩირედან სატელიტური სურათები მოიპოვა, ირწმუნება, რომ რუსეთი იქ საზღვაო ბაზის მშენებლობას აგრძელებს.
02 / აპრილი 2025
2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სასურველ სკოლაში განაცხადის წარდგენას გულისხმობდა, დასრულებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
02 / აპრილი 2025
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.