2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, მათ შორისაა ზუგდიდის რაიონული და ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ეკატერინე ბებია და გიორგი თუნაური.
ინფორმაციას „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“
ავრცელებს. 21-ვე მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდა.
ეკატერინე ბებიას კარიერაში ყველაზე გახმაურებული საქმე ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესია. მან ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები