ზუგდიდში “აგენტების” კანონოს ხელახალი ინიიცირების დღიდან აქციები გრძელდება.
მორიგი აქცია დემონსტრანტებმა გუშინ გამართეს. ისინი კვლავ პირველი პრეზიდენტის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად ქვეითთა გადასასვლელები ცოტა ხნით გადაკეტეს.
შეძახილებითა და ბანერებით მათ თანაქალაქელებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით
მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
ამავე თემაზე:რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები