ენგურზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა 200 კოლოფი თამბაქოს პროდუქცია ამოიღეს
ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა, საქონლის "უკანონო" გადატანის მცდელობა აღკვეთეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
ამავე ცნობით, გალის რაიონის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით კვეთდა „საზღვარს“, „აფხაზური აქციზური მარკების მქონე, არადეკლარირებული“ თამბაქოს ნაწარმი გადაჰქონდა.
გამოცემის ინფორმაციით, ამოღებულია 200 კოლოფი სიგარეტი. საქმის მასალები კი გადაგზავნილია „შესაბამის უწყებებში“.
მასალის გამოყენების პირობები