კორცხელიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ქალი, რომელსაც ქმარმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
ევექსის კლინიკური ხელმძღვანელი სულხან ორჟონია რადიო
"ათინათთან" ამბობს, რომ პაციენტი კლინიკაში უკიდურესად მძიმე, კომატოზური მდგომარეობით შეიყვანეს.
"სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ქალატვინის ღია ტრავმით, თავის ტვინის ტრავმული შეშუპებით, ქალაფუძის და ქალასარქვლის მოტეხილობით და სხვა დაზიანებებით იყო. გადაუდებელი ქირურგიულ განყოფილებაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადავიყვანეთ ნეიროქირულ საოპერაციულ ბლოკში, თუმცა ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. მიყენებული ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი,"- განმარტავს ის.
მოკლული ქალის მეუღლე, 51 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ
დააკავეს. შემთხვევა კი წუხელ ღამით
მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები