მარტვილში, სოფელ ნალეფსავოში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ
ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ბრალდებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა შვილს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაუზიანდა. ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განმარტებით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში 23 მაისს
მოხდა.
ამავე თემაზე:
მარტვილში შვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს - შსს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები