საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ193 ( უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.
ამავე ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ186 (ზუგდიდი - უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები