ახალი ამბები
ფოთში საკრებულოს სხდომაზე "აგენტების" კანონი გააპროტესტეს, იყო ხმაური და ურთიერთბრალდებები
დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "აგენტების" კანონის პარლამენტში მიღება და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გააპროტესტეს, რასაც ოპოზიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა. შემდგომ კი, ფრაქცია "ახალისა" და "ენმ"-ს წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

"გუშინდელმა შულავერის კომიტეტმა განაჩენი გამოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს. გარუსებასა და ჭაობში ჩაფლობას მისცეს გუშინ ხმა. მხარდამჭერთა სიას რომ კითხულობდნენ, არ მინდოდა ფოთის წარმომადგენელი ამოეკითხათ. ჩემი ქალაქი ჩემთვის ყველაფერია და იმისთვის არ მიბრძოლია მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ამათ რუსებისთვის ეჩუქებინათ სამშობლო. ჩვენი შვილების მომავალს არავის დავუთმობთ", - თქვა ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა ჯოჯუას განმარტებით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, ხელისუფლებამ ქვეყნისთვის საზიანო და ევროატლანტიკური კურსისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.

"დასავლეთს უთხრეს - არა, ხოლო რუსეთს უთხრეს - კი. ისინი მიდიან ჩრდილოეთისკენ, ამას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს. "ენმ"-ს წევრებმა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დაგვეტოვებინა საკრებულოს სხდომა. ვიხილეთ, თუ როგორი აგრესიულები არიან და მგონია, მსგავს პოლიტიკას გააგრძელებენ. მიყვებიან იმ მიზანსა და დანიშნულებას, რასაც ივანიშვილი უკარნახებს მათ. ვეუბნები მათ, არ შეგრჩებათ ასეთი ნაბიჯები, არ გაპატიებთ ქართველი ხალხი", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საკრებულოში "ქართული ოცნების" რიგებში არის საწინააღმდეგო განწყობებიც. როგორც ის ამბობს, ისინი არ ემხრობიან რუსეთისკენ აღებულ კურსს, მაგრამ საჯაროობას ვერ ბედავენ.

მეორეს მხრივ, "ქართული ოცნების" წევრმა ზაალ კვინჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრები მოსახლეობას ატყუებენ და ბოიკოტის მიუხედავად, იმ დოკუმენტებს აწერენ ხელს, სადაც უნდა დადასტურდეს საკრებულოს წევრების დასწრება.

"რეალურად, სხდომებზე, კამერების წინ აცხადებენ ბოიკოტს, მაგრამ დოკუმენტებზე, სადაც უნდა დაადასტურონ სხდომებზე დასწრება და ამით, წესით, უნდა აიღონ ხელფასები, ამ დოკუმენტებს ხელს აწერენ. თუ ხარ პოლიტიკოსი ბოიკოტში, მაშინ ჩვენს არცერთ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწერო. მათ ხელფასის აღება უნდათ უსაქმურობაში. მათ მონებად და მოღალატეებად დაბეჭდეს ჩვენი ფოტოები, ამით კულტურული და პოლიტიკური სტანდარტები მოშალეს. ეს ფოტოები დააჭერინეს 14-15 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც აზრზე არ არიან როგორი პიროვნებების ფოტოები უჭირავთ, რაზეც მიიღეს პასუხი", - დასძენს ის.

რაც შეეხება "აგენტების" კანონზე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ის მსგავს განწყობებს უარყოფს.

"კანონის დაინიცირებიდან მიღებამდე, ჩვენი გუნდი იყო სრულიად ერთიანი პათოსშიც და მისი მიღების აუცილებლობაშიც. ეს ყველაფერი ჭორია, რომლითაც ცდილობენ, ვინმე დააჯერონ, თითქოს, განხეთქილებაა გუნდში", - განმარტავს კვინჩია.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის, ორი თვეა, კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ვერ შეეგუება ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას.

საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.


ამავე თემაზე: 

"აგენტების" კანონის მოწინააღმდეგეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს (ფოტო)

გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

პარლამენტმა "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.