„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა.
ორგანიზაციის განმარტებით, ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცნობით, დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული.
„მათ შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი“, - წერს TI.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მასალის გამოყენების პირობები