ახალი ამბები
ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიას ესტუმრა (ფოტო)
დღეს წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

მოედანზე როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ბავშვები ვარჯიშობენ. მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილებიც არიან.

ისინი, უახლოეს მომავალში, ბავშვთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.

აკადემია "იუვენტუსის" ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა.

მას ადგილზე გულშემატკივრები, აკადემიის წევრი პატარა ფეხბურთელები დახვდნენ და მათ საჩვენებელ ვარჯიშსაც დაესწრო.

"ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოზარდები ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებენ და ერთობიან. ჩემი მხრიდან, როგორც კლუბ "იუვენტუსის" წარმომადგენლისგან, მთავარია რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივცე მათ და ის ღირებულებები გავუზიარო, რაც გააჩნია ჩვენს კლუბს. ოჯახის წევრების დასწრება კი აუცილებელია ბავშვების მოტივაციისთვისა და მათი განვითარებისთვის", - თქვა "იუვენტუსის" ლეგენდამ.

იქ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებოდნენ. სწორედ ხაზარაძეს ინიციატივითა და დაფინანსებით დაფუძნდა წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია. ხაზარაძემ იტალიაში, საფეხბურთო კლუბ ტურინის "იუვენტუსის" სათავო ოფისში, კონტრაქტს გასულ წელს მოაწერა ხელი.

ამავე თემაზე: 

წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა - "ლელო"

იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია წალენჯიხაში-მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა

წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.