გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
ამავე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება ნავარაუდევი.
უწყება, ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგნტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
მასალის გამოყენების პირობები