სენაკსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
შესაბამისი
ტენდერი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 29 მაისს გამოაცხადა.
შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტისთვის 52 342 420 ლარი დაიხარჯება, გამარჯვებული კი ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 160 დღეში დაასრულოს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, უნდა მოხდეს საქაჩი სადგურისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.
ამავე ინფორმაციით, სამშენებლო ნორმების შესაბამისად, სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროექტი ითვალისწინებს ეტაპობრივად, მილსადენის ჰიდრავლიკურ გამოცდას და მილების ქლორიანი წყლით გარეცხვას
ტენდერში წინადადებები 27-დან 2 ივლისამდე ნმიიღება.
მასალის გამოყენების პირობები