გუდაუთის რაიონის სოფელ ზვანდრიფშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, წერს „ აიაირა“.
ამავე ცნობით, შემთხვევა 1 ივნისს მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ველოსიპედით მოძრავ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი ხიდის მოაჯირს.
გამოცემის თანახმად, დაშავებული გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე მდგომარეობაშია მძღოლიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები