7 ივნისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან
სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
ამავე ცნობით, ზუგდიდსა და მარტვილში, უნალექო ამინდის ფონზე, ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსს მიაღწევს.
სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში, +29, +31, გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სინოპტიკოსები მესტიაში მცირე წვიმას, ელჭექით, ვარაუდობენ. ტემპერატურა კი, +28, +30 გრადუსამდე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები