სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათზე ფასებმა 0.7%-ით მოიმატა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22%-ით აისახა.
აღნიშნულ კატეგორიაში ფასების ზრდის მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
ბოსტნეული და ბაღჩეული, 7.8%
ხილი და ყურძენი, 4.1%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, 2.5%
თევზეული, 0.6%
პური და პურპროდუქტები, 0.4%.
რაც შეეხება ღირებულების შემცირებას, სტატისტიკაში მისი პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:
ზეთი და ცხიმი, -3.7%
რძე, ყველი და კვერცხი, -2.8%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, -0.6%
ხორცი და ხორცის პროდუქტები, -0.65%
ყავა, ჩაი და კაკაო, -0.4%
მათივე განმარტებით, უალკოჰოლო სასმელებზე (მინერალური, წყაროს წყალი, უალკოჰოლო ნატურალური წვენები) ფასები -0.6%-ით დაკლებულია.
მასალის გამოყენების პირობები