შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 3 ივლისს დაიწყება.
ამავე ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. მათთვის საგამოცდო პროცესი 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
წელსაც სამეგრელოში საგამოცდო ცენტრები იქნება ზუგდიდსა და ფოთში.
"საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები