პრემიერის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2025 წელს უნდა დასრულდეს.
"2024 წელს, მესტიის ტერმინალის პროექტირების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. მშენებლობის დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის მანძილზე, ხოლო დასრულება 2025 წელს", - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, 2024 წლის 4 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხზე
განაცხადა, რომ მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია და მისი თქმით, ახალი პროექტი სვანეთში ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
მთავრობის ვებ გვერდზე აღნიშნულია, რომ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებისთვის
435 000 ლარი 13 თებერვალს გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები