ახალი ამბები
აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა რუსეთის პატრიარქს ულტიმატუმი წაუყენა - მედია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებული ეპარქიის მღვდელმთავარი ბესარიონ აპლია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართავს და მოითხოვს, რომ მან „მიიღოს აფხაზეთი თავისი მფარველობის ქვეშ და მოაგვაროს კანონიკური სტრუქტურის საკითხი“.

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ თანახმად, აპლია ასევე სთხოვს რუსეთის პატრიარქს „აფხაზეთისთვის ეპისკოპოსის ხელდასხმას და აფხაზური დიასპორისთვის მოსკოვში ტაძრის გამოყოფას“. აქვე აღნიშნულია, რომ წერილზე პასუხი აპლიას ჯერჯერობით არ მიუღია. ეს უკანასკნელი თვლის, რომ აფხაზეთი 1943 წელს „არაკანონიკურად“ შევიდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

აპლიას თქმით, ის მანამდეც შეხვდა პატრიარქ კირილეს მოსკოვში და გამოთქვა თავისი მოთხოვნები, თუმცა, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და უთხრა, რომ აფხაზ სასულიერო პირებში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რადგან „ზოგს კონსტანტინოპოლი უნდა, ზოგს კი საქართველო“ და ურჩია, რომ ჯერ ერთმანეთში მოეგვარონ საკითხი“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, აპლიამ აფხაზ ლიდერს, ასლან ბჟანიას და დე ფაქტო ხელისუფლებასაც მიმართა დახმარებისთვის. ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ის პირადად ყველაფერში მხარს უჭერს აპლიას, მაგრამ ამავე დროს, მათი პოზიცია საეკლესიო საკითხებში - ნეიტრალიტეტია“.

ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი არ ცნობენ ქართული ეკლესიის ძალაუფლებას.

ამავე დროს, მართლმადიდებლური სტრუქტურების სახით ორი თემი ფუნქციონირებს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით და მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მეთაურობით, რომელიც ახალ ათონში მოქმედებს.

მედიის ინფორმაციით, პერიოდულად, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მოითხოვს „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებისგან, გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ, რაც ხშირად დავის მიზეზი ხდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.