ახალი ამბები
ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ზუგდიდში კვლავ გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეხუთედ გადაიდო სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მისი, ასევე, ოპოზიციონერი მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეობის საკითხი უნდა განეხილათ.

"ქართული ოცნება" მის მიერვე ინიციირებული საკითხების განხილვას ისევ არ ესწრება, სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, შესაბამისად, კვორუმის შეკრებას წარმომადგენლობითი ორგანო 31 მაისიდან ელოდება.

ამასთან, 31 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოში არ მივიდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.

ინფორმაციისთვის, 10 აპრილს ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

დღის წესრიგის მიხედვით, მათ, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

პროცესს, ასევე, წინ უძღოდა ბოიკოტი. საკრებულოში სხდომის ჩასატარებლად ხუთჯერ ვერ შედგა კვორუმი, რადგან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი მას არ დასწრებია.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულოში "ენმ" და "ქართული ოცნება" არ გამოცხადდა - თავმჯდომარის გადაყენება კვლავ გადაიდო

სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2025
შვეიცარიული გამოცემა , Neue Zürcher Zeitung, რომელმაც ოჩამჩირედან სატელიტური სურათები მოიპოვა, ირწმუნება, რომ რუსეთი იქ საზღვაო ბაზის მშენებლობას აგრძელებს.
02 / აპრილი 2025
2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სასურველ სკოლაში განაცხადის წარდგენას გულისხმობდა, დასრულებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
02 / აპრილი 2025
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.