გაზის (აირის) იარაღის შეძენისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა - შსს
2024 წლის 7 ივნისიდან, თუ პირს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია სურს, მომსახურების სააგენტოში იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა
უნდა წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
"დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით", - განმარტავს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, პოლიციაში დაბარებული პირის არგამოცხადება, მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე, იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება, თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები